ინტერის, იუვეს და მილანის ანტი-რეკორდი…
სერია ა-ს 29 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის პირველი სამეული ინტერის, იუვენტუსის და მილანის გარეშეა დაკომპლექტებული, რაც ერთგვარი ანტი-რეკორდი გახლავთ.
SportItalia-ს ინფორმაციით, ბოლოს ასეთი ფაქტი 81 წლის წინ, 1941-42 წლების სეზონში დაფიქსირდა, იმ სეზონში ჩემპიონი რომა გახდა.