Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ლატერალე რეალის სატრანსფერო სიაში

იტალიური მედიის ინფორმაციით, რეალი ინტერის უკანახაზელის დენზელ დუმფრისის ტრანსფერით ინტერესდება.

ლომბარდიული გრანდი ნიდერლანდელ ფეხბურთელთან, რომლის მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება, ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა გუნდში არსებული რთული ფინანსური სიტუაციის ფონზე, ინტერს შესაძლოა მისი გაყიდვა მოუწიოს.

ესპანური გამოცემა Defensa Central-ის ინფორმაციით, დუმფრისი მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ბლანკოსის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, თუმცა ინტერი მის მარტივად დათმობას არ აპირებს და ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 40-45 მილიონს ითხოვს.