Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის რეკორდი მიმდინარე სეზონში…

ინტერმა მიმდინარე სეზონში სკუდეტო სრულიად დამსახურებულად მოიპოვა და ამას არაერთი სტატისტიკაც ამტკიცებს.

ნერაძურის 34 მატჩში 81 გატანილი და მხოლოდ 18 გაშვებული გოლი დაუგროვდა, რაც წამყვან ჩემპიონატებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

ინტერი არის ერთადერთი გუნდი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, რომელმაც მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატში მინიმუმ ერთი გოლის გატანა ყველა მატჩში შეძლო