Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის საუკეთესო შედეგი ევროპაში…

ინტერი სერია ა-ში პოზიტიურ სვლას აგრძელებს და ატალანტას დამარცხების შემდეგ, ნერაძურიმ მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ ჩემპიონატების რეკორდი დააფიქსირა.

ლომბარდიულ გრანდს სერია ა-ს 5 გასვლით მატჩში 5 გოლი დაუგროვდა, რაც წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელია.

გერმანულმა ჰოფენჰაიმმა 5 გასვლით მატჩში 15 ქულა მოაგროვა, თუმცა მათ გოლების სხვაობა +7 აქვთ, ინტერმა კი 5 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.