Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის შემდეგ, ალბერტოს მიმართ ინტერესი იუვენტუსმაც გამოთქვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციოს ნახევარმცველის ლუის ალბერტოს მიმართ ინტერესი იუვენტუსმაც დააფიქსირა.

ესპანელმა ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს არწივების რიგების დატოვების სურვილი ღიად დააფიქსირა (იხილეთ აქ) და SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსი მის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

წყაროს ცნობით, თუ ლაციო ალბერტოსთან კონტრაქტის გაწყვეტას და მის უფასოდ გაშვებას დათანხმდა, იუვენტუსი და ინტერი ესპანელის გაფორმებას ეცდებიან.