ინტერის ულტიმატუმი ბაიერნს…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა ბაიერნს ბენჟამინ პავარის თაობაზე საბოლოო პასუხის გასაცეამდ დრო მიმდინარე კვირის ბოლომდე მისცა.
SportMediaset-ის ინფორმაციით, თუ გერმანული გრანდი ფრანგის ინტერში ტრანსფერს უახლეოს დღეებში მწვანე შუქს არ აუნთებს, ნერაძური ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.
წყაროს ცნობით, პავარის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ბენეამატა ტორინოდან პერ სხურსის გაფორმებას გეგმავს, რომელიც ინტერს დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება.