Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ყიდვის სურვილი კიდევ ერთმა კომპანიამ გამოთქვა

PIF-ის შემდეგ, ინტერის ყიდვის სურვილი ამჯერად ბაჰრეინულმა კომპანია InvestCorp-მა გამოთქვა.

ინტერის ამჟამინდელი მფლობელი კომპანია Suning-ის ფინანსური კრიზისი გრძელდება, რაც გუნდის ამბიციებზე ნეგატიურად აისახება და უკვე დიდი ხანია აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, რომ ჩინელებს ლომბარდიული გრანდის გაყიდვა მოუწევთ.

InvestCorp-ი ინტერის მიმართ ინტერესს გასულ წელსაც იჩენდა, თუმცა მაშინ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა, მაგრამ Sole 24-ის ცნობით, მათ ბენეამატას მიმართ ინტერესი არ დაუკარგავთ და უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების განახლებას გეგმავენ.