Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა დერბის ბილეთების გაყიდვით მსუყე თანხა გამოიმუშავა

გასულ ტურში გამართულმა მილანურმა დერბიმ სრული ანშლაგით ჩაიარა, რამაც ნერაძურის საკმაოდ კარგი ფინანსური შევსება მოუტანა.

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ინტერმა ბულეთების გაყიდვით საერთო ჯამში 6.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც ერთ შეხვედრაში სერია ა-ში მიღებული თანხით მე-2 შედეგია.

რეკორდი 2019 წელს გამართულ დერბის ეკუთვნის, როდესაც 2019 წელს მილანმა დერბიში 6.6 მილიონი ევრო მიიღო.