ინტერმა დუმფრისის შემცვლელი შეარჩია…
ინტერის უკანახაზელის დენზელ დუმფრისის მიმართ პრემიერ ლიგის გუნდების მხრიდან ინტერესი სულ უფრო იმატებს, ლომბარდიულმა გრანდმა კი ნიდერლანდელის პოტენციური შემცვლელი უკვე შერაჩია კიდეც.
რთული ფინანსური სიტუაციის გამო, ინტერს სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწევს და წასვლის მთავარი კანდიდატი სწორედ დუმფრისი გახლავთ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლომბარდიული გრანდი დუმფრისის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, მის შეცვლას კი ბრიუგეს ტეიჯონ ბიუკენონით ეცდება.