Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა მაისურის ახალი მთავარი სპონსორი უკვე იპოვნა

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი DigitalBits-ის შემცვლელთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან ნერაძურის მაისურზე Qatar Airways-ის ლოგო გამოჩნდება.

DigitalBits-მა ინტერთან და რომასთან კონტრაქტის მიხედვით მითითებული ფინანსური ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც გუნდებმა კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს და ახალი სპონსორების ძიებაში არიან.

ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალებზე საუბარი ადრეა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ნერაძური ახალი სპონსორისგან სეზონში მინიმუმ 25-30 მილიონს ითხოვს.