Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ონანას პოტენციური შემცვლელი შეარჩია

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩელსი, ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერის კიპერის ანდრე ონანას ტრანსფერით ინტერესდებიან, ბენეამატამ კი მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია.

ონანა ინტერს სეზონის სტარტზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მალევე ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მოახერხა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ლომბარდიული გრანდი ფეხბურთელის გაყიდვას არ გამორიცხავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ ინგლისური გუნდები ონანას სანაცვლოდ 40-45 მილიონს გადაიხდიან, ინტერი მას გაასხვისებს და ემპოლიდან გილერმო ვიკარიოს გაფორმებას ეცდება, რომლის სანაცვლოდაც ბენეამატას დაახლოებით 20 მილიონის გადახდა მოუწევს.