ინტერმა პავარის ალტერნატივა შეარჩია
ინტერი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ნერაძურის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ბაიერნის ბენჟამინ პავარია, თუმცა გერმანელებთან ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ლომბარდიულმა გრანდმა ფრანგის ალტერნატივა შეარჩია.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ ინტერს პავარის გაფორმება არ გამოვუდა, მილანელები ტორინოდან პერ სხურსის ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.
წყაროს ინფორმაციით, ტორო ნიდერლანდელის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონ ევროს ითხოვს.