Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა პავართან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ბოლო საათებში ინტერი ბაიერნის მცველის ბენჟამინ პავარის ტრანსფერზე გააქტიურდა და ფეხბურთელის გაფორმებას კვირის ბოლომდე ეცდება.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ლომბარდიულმა გრანდმა 27 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის ინტერთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში გასამრჯელოს სახით 4.5 მილიონს მიიღებს.

მოლაპარაკებები გრძელდება ბაიერნთანაც, რომელიც ფრანგის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს, ინტერის შეთავაზება კი ამ მომენტისთვის ბონუსების ჩათვლით 30 მილიონია.