Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა სამარჯიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ინტერი უდინეზეს ნახევარმცველის ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იტალიური წყაროების ცნობით, ლომბარდიულმა გრანდმა სერბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

FcInterNews-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი ინტერთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 1.8 მილიონი ევრო იქნება.

მოლაპარაკებები გრძელდება ინტერსა და უდინეზეს შორისაც. ნერაძურის პირველი წინადადება 15 მილიონი ევრო და 20 წლის ტალანტი ჯოვანი ფაბიანია, უდინეზე კი ამ მომენტისთვის 25 მილიონს ითხოვს.