ინტერმა შესაძლოა პავარი მომდევნო ზაფხულს უფასოდ გაიფორმოს…
ინტერი ბენჟამინ პავარის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, ფრანგი ფეხბურთელი ლომბარდიული გრანდის რიგებს მიმდინარე სეზონის ბოლოს შეუერთდეს.
ინტერსა და ბაიერნს შორის ფეხბურთელის ფასის თაობაზე შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება და თუ გუნდებმა საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს, ლომბარდიული გრანდი ფეხბურთელის გაფორმებას სეზონის ბოლოს გეგმავს.
27 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი რეკორდმაისტერებთან სეზონის ბოლოს იწურება და ბენეამატას მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.