ინტერს დიმარკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
ინტერს ფედერიკო დიმარკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.
25 წლის ფეხბურთელი ლომბარდიული გრანდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა, რითიც არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა, თუმცა დიმარკომ ნერაძურის რიგებში დარჩენის სურვილი არაერთხელ დაადასტურა, ამიტომ იტალიელებს მასთან ახალი კონტრაქტის შეთანხმების პრობლემა არ ექნებათ.
დიმარკოს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და ის სეზონში 2 მილიონს გამოიმუშავებს, ლომბარდიულ გრანდს კი მასთან ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივება და ხელფასის 3 მილიონამდე გაზრდა სურს.