ინტერს მაისურის ახალი სპონსორი ეყოლება
იტალიური გამოცემა Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ინტერი უახლოეს პერიოდში Qatar Airways-თან კონტრაქტს გააფორმებს და საავიაციო კომპანია ლომბარდიული გრანდის მაისურის სპონსორი გახდება.
წყაროს ცნობით, სეზონის ბოლომდე ინტერი შეთანხმების მიხედვით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა დიდი ალბათობით ეს მხარეებს შორის თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისი იქნება.
ინტერის მიმდინარე კონტრაქტი მაისურს მთავარ სპონსორ Paramount+-თან სეზონის ბოლოს იწურება და საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ გუნდის მაისურის ახალი მთავარი სპონსორი სწორედ კატარული კომპანია გახდეს.