Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს პავარის ალტერნატივა შერჩეული ჰყავს…

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ინტერი კი ბაიერნისგან ბენჟამინ პავარის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო მწვანე შუქის მოლოდინშია და თუ უახლოეს საათებში გერმანელების მხრიდან პასუხი ვერ მიიღო, ლომბარდიული გრანდი ალტერნატიულ სამიზნეზე გადაერთვება.

ინტერს და ბაიერნს ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები შეთანხმებული აქვთ, მაგრამ რეკორდმაისტერი ფრანგის გაშვებას იქამდე არ აპირებს, სანამ მის შემცვლელს დაიმატებს, ამასობაში კი ტომას ტუხელი ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს, რომ ის ბაიერნში დარჩეს.

SportItalia-ს ცნობით, თუ უახლოეს დღეებში პავარი ინტერს არ შეუერთდა, ნერაძური ტორინოდან პერ სხურსის გაფორმებას ეცდება, პავარს კი სეზონის ბოლოს მიუბრუნდება, როდესაც მისი კონტრაქტი ბაიერნთან ამოიწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.