Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ზაფხულში ხოაკინ კორეა დაუბრუნდება…

ინტერს მიმდინარე სეზონის ბოლოს ხოაკინ კორეასთვის ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

29 წლის არგენტინელი სეზონის სტარტზე იჯარის წესით მარსელის რიგებს შეუერთდა, მისი შემდგომში 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ფრანგული გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდებოდა.

კორეას აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 0 გოლი და 0 საგოლე გადაცემაა, მარსელი კი სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს, ამიტომ არგენტინელი დიდი ალბათობით ზაფხულში ინტერში დაბრუნდება, რომელსაც მისთვის ახალი გუნდის პოვნა მოუწევს…