Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ არნაუტოვიჩი აუცილებლად დაგვეხმარება, პავარი ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ მონცასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ეს ჩვენთვის ძალიან ემოციური საღამო იქნება. პირველი მატჩი მას შემდეგ, რაც ჩვენი ქომაგები სტამბოლში ვნახეთ, სადაც მათმა მხარდაჭერამ ჩვენ დიდი ენერგია მოგვცა და ევროპის ყველაზე ძლიერ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოლ-სწორად ვეთამაშეთ.

„სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაცია ? ეს ყველაფერი გუნდის, ჩემი სტაფისა და ფეხბურთელების დამსახურებაა.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ გავიფორმეთ ტალანტები, რომლებიც აუცილებლად გამოგვადგებიან. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ზოგი ჩვენი არჩევანი იყო, ზოგი თავად ფეხბურთელების, თუმცა საბოლოო ჯამში მე ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

„ლუკაკუ ? მე მას ინტერის მაისურით გაწეული სამსახურისთვის მადლობას ვუხდი. მინდოდა, რომ რომელუ დაბრუნებულიყო, მაგრამ მან სხვა არჩევანი გააკეთა. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ის ინტერის ოჯახის წევრი იყო.

„ტურამი და არნაუტოვიჩი ? ისინი ახალი დანამატები არიან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ორივე მათგანს გოლების გარანტიის მოცემა შეუძლიათ, როგორც ამას ჯეკო და ლუკაკუ აკეთებდნენ. ტურამმა იტალიური ენა იცის, რაც მას ადაპტაციაში დაეხმარება, არნაუტოვიჩს კი ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს.

„პავარი ? ის ინტერის ერთ-ერთი სამიზნეა, მაგრამ მე სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს. ჩვენ ვიცით, რომ დაცვაში გაძლიერება გვჭირდება და გუნდი ამ საკითხზე მუშაობს.“