Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ატლეტიკო დიდებული გუნდია, ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ატლეტიკოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„მატჩი დიეგოს წინააღმდეგ ? სიმეონეს ნახვა ძალიან სასიამოვნო იქნება, ის შესანიშნავი თანაგუნდელი იყო, შემდეგ კი ესპანეთში დაბრუნდა, თუმცა ჩვენ კავშირი არასოდეს დაგვიკარგავს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის დიდებული მწვრთნელი გახდებოდა და მან ეს ატლეტიკოში არაერთხელ დაამტკიცა.

„მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ? ჩვენ გასულ სეზონში დიდებული სვლა გვქონდა და გვინდა, რომ განვლილი გზა გავიმეოროთ. ვიცით, ტურნირზე ბევრი ძლიერი გუნდია და ხვალ ჩვენი მეტოქე ერთ-ერთი მათგანი იქნება, მაგრამ ჩვენ სირთულეებისთვის მზად ვართ.

„მინდა თუ არა გავხდე ინტერის სიმეონე ? დიეგო ატლეტიკოში უკვე ძალიან დიდი ხანია მუშაობს და ამის განმეორება თანამედროვე ფეხბურთში, რომელშიც ცვლილებები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ძალიან რთულია. მე გამიმართლა, რომ ასეთ დიდებულ გუნდში, ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაშის შესაძლებლობა მაქვს, ჩვენს მომავალს კი სხვები წყვეტენ.

„ვართ თუ არა ფავორიტები ? ატლეტიკო შესანიშნავი გუნდია, რომლის ფეხბურთელებს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ, ამიტომ ამ შეხვედრაში ფავორიტებზე საუბარი სრულიად უადგილოა.

„რა ასპექტებში შეგვიძლია გაუმჯობესება ? გაუმჯობესების პოტენციალი ყოველთვის არის. ჩვენ გარკვეული დასკვნები არა მხოლოდ მარცხის, არამედ გამარჯვების შემდეგაც უნდა გავაკეთოთ, პრობლემები გამოვავლინოთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.“