Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩემი ბიჭებით ვამაყობ, იუვენტუსთან მატჩი ?…“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ფიორენტინასთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ მატჩის მსვლელობისას ბევრი მომენტი შევქმენით და შეგვეძლო, თამაში გაცილებით ადრე მოგვეკლა, მაგრამ შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და შეხვედრის მიწურულს ნერვიულობა მოგვიწია.

„ამის მიუხედავად, მე ბიჭების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. ჩვენ 21 მატჩიდან 17-ჯერ გავიმარჯვეთ, 50 გოლი გავიტანეთ და საკუთარ კარში 10 მივიღეთ, სატურნირო ცხრილს კი დამსახურებულად ვლიდერობთ.

„იუვენტუსთან მოახლოებული მატჩი ? ეს იქნება შეხვედრა ორ ძალიან ძლიერ გუნდს შორის, რომლებიც სკუდეტოსთვის იბრძვიან. ჩვენ ჩვენი ქომაგების წინაშე ვითამაშებთ და ვეცდებით, ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში სასურველი შედეგი მოვიპოვოთ.