Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ მატჩების მოკვლა არ შეგვიძლია“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღეს ფეხბურთზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან თქვენ ყველამ ნახეთ, თუ რა ხდებოდა მოედანზე.

„გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, ჩვენ 2 დღის წინ იუვენტუსთან ურთულესი შეხვედრა გვქონდა, თუმცა ინტერი მოედანზე მოტივირებული და ენერგიული იყო. სამწუხარო არის ის, რომ მეორე გოლის გატანა ვერ შევძელით, ჩვენ ამ მომენტისთვის მატჩების მოკვლა არ შეგვიძლია.

„გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და უკეთესი შედეგი დაიმსახურა, რის გამოც ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. მე მიჭირს იმის ახსნა, თუ როგორ დასრულდა ეს შეხვედრა ჩვენი გამარჯვების გარეშე, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ.“