ინძაგი:“ ჩვენ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, გადაწყვეტილი არაფერი არ არის…“
ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ მილანთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მე კმაყოფილი ვარ, ჩვენ შესანიშნავი პირველი ნახევარი ჩავატარეთ და 2 გოლზე მეტის გატანა შეგვეძლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერი არ არის.
„დღეს ინტერის თითეულმა ფეხბურთელმა ცივსისხლიანობა და ბრძოლის სურვილი გამოავლინა, ისინი მოედნის თითოეულ წერტილზე ბოლომდე იბრძოდნენ და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.
„ახლა ჩვენ სასუოლოსთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც 72 საათშია, ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, რომელში გამარჯვება ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის გვჭირდება. გუნდმა ფიზიკური და მენტალური ენერგია უნდა აღიდგინოს და მოედანზე იგივე მონდომებით გავიდეს.“