ინძაგი და ინტერი ახალი ფორვარდის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან…
ინტერი რომელუ ლუკაკუს ალტერნატივების ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, მწვრთნელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ამ საკითხზე განსხვავებული ხედვა აქვთ.
Sky Sport-ის ცნობით, ინძაგის გუნდში ატლეტიკოს ფორვარდის ალვარო მორატას ხილვა სურს, ნერაძურის ხელმძღვანელობა კი მეტად არსენალის შემტევის ფლორიან ბალოგუნის ტრანსფერისკენ იხრება.
წყაროს ინფორმაციით, ინტერს ფორვარდის გაფორმება უახლოეს დღეებში სურს, რაც ინძაგის სეზონისთვის უკეთ მომზადების საშუალებას მისცემს.