ინძაგი:“ დამსახურებული გამარჯვება, ჯგუფიდან გასვლის გამო ამაყები ვართ…“
ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ზალცბურგთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ მთელი შეხვედრის განმავლობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ.
„ლაუტარო ? ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის სურს, რომ გუნდს დაეხმაროს. აქვე მინდა აღვნიშნო სანჩესისა და ტურამის თამაშიც, რომლებმაც ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს.
„ჩვენ ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ, რაც სიამაყის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ წინ კიდევ 2 მნიშვნელოვანი მატჩია დარჩენილი და არ უნდა დაგვავიწყდეს, სასწორზე პირველი ადგილია.“