Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ დამსახურებული გამარჯვება, სკუდეტოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სრულიად დამსახურებული გამარჯვება, რომლის მოპოვება ჩვენ მთელი გულით გვსურდა.

„ინტერი თამაშის ტემპს ძალიან კარგად აკონტროლებდა, იუვენტუსს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა და ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით მეტის გატანა შეგვეძლო.

„გამარჯვების მიუხედავად, სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება, რადგან დანებება იუვენტუსის და მილანის ხასიათში არ ჯდება.

„ჩემპიონთა ლიგა ? კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი, ჩვენ გასულ სეზონში ძალიან კარგი სვლა გვქონდა და გვსურს, ამ სეზონშიც კარგად ვიასპარეზოთ, მაგრამ წინ ატლეტიკოს სახით რთული მეტოქე გველოდება.“