ინძაგი:“ ფინალში ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება“
ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენ ფინალში მოსახვედრად ძალიან გრძელი და რთული გზა გამოვიარეთ. ყველაფერი წილისყრით დაიწყო, რომელშიც არ გაგვიმართლა და სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ამ წინაღობის დაძლევა შეგვეძლო და ეს გავაკეთეთ კიდეც.
„ჩვენ ვიცით, რომ სიტისთან ურთილესი მატჩი გველოდება, რადგან მათ ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ, რომელსაც დიდებული მწვრთნელი უძღვება, რომელმაც ფეხბურთში მთელი ეპოქა შექმნა და თანამედროვე ფეხბურთში პეპ გუარდიოლას ხელი აშკარად შეიმჩნევა, მაგრამ ჩვენ ინტერი ვართ, ჩვენ მოედანზე დამარცხებულები გასვლას არ ვაპირებთ. გუნდი მოტივირებულია და თითოეული ჩვენგანი გამარჯვებისთვის თავის მაქსიმუმს გააკეთებს.
„მე პროცენტების მოცემა, თუ ვის რა შანსი აქვს გამარჯვების, არ შემიძლია. მე მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ინტერი მოედანს თავაწეული დატოვებს, ყოველგვარი სინანულის გარეშე.
„ჯეკო თუ ლუკაკუ ? მე ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. საბედნიეროდ, ჩვენ ტრავმების მხრივ კარგი სიტუაცია გვაქვს და მე თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე არჩევანი მაქვს.“