Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ინტერი 90 წუთი დომინირებდა, ლუკაკუ და ჰანდანოვიჩი დაუმსახურებლად გააძევეს“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ იუვენტუსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ლუკაკუს გოლის აღნიშვნა ხალხმა სწორად ვერ გაიგო, ის გოლს ყოველთვის ასე აღნიშნავს და სამწუხაროდ ამჯერად ეპიზოდს ცუდი გაგრძელება მოჰყვა. სამწუხაროა, რომ მეორე მატჩში ჩვენ ლუკაკუ და ჰანდანოვიჩი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, ვერ დაგვეხმარებიან. ისინი ბარათებს არ იმსახურებდნენ, რადგან დაპირისპირება გაუგებრობას მოჰყვა.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, ინტერი 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა, არაერთი მომენტი შექმნა და ვფიქრობ, რომ უკეთესი შედეგის მოპოვება შეგვეძლო, თუმცა ტურინიდან სახლში ფრის წაღება პოზიტიური შედეგია, წინ კიდევ ერთი დაძაბული და საინტერესო მატჩი გველოდება.“