ინძაგი:“ ინტერი ვალდებულია, სეზონი ოთხეულში დაასრულოს“
ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ვერონასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, გუნდი კარგად თამაშობს, ბევრ მომენტს ქმნის და მათ გამოყენებასაც ახერხებს. ჩვენ ლაზარეთიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ და ეს ჩვენს თამაშზეც აისახა.
„რომასთან მატჩამდე 72 საათზე ნაკლებია დარჩენილი, ეს კიდევ ერთი რთული და მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება,
„ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლა ? ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, რადგან ბრძოლაში არაერთი ძლიერი გუნდი მონაწილეობს, მაგრამ ასეთი გუნდურობითა და ორგანიზებულობით ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია.“