ინძაგი:“ იუვენტუსთან მატჩს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ვხვდებით“
ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ იუვენტუსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ამ მატჩის მნიშვნელობა ორივე გუნდისთვის და ქომაგებისთვის ყველამ კარგად ვიცით. ეს იქნება დაპირისპირება ორ ძლიერ გუნდს შორის, რომლებიც ევროპული ჩემპიონატების მეოთხედფინალში ასპარეზობენ.
„იუვენტუსი დიდებული გუნდია, რომელსაც ძალიან ძლიერი და სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავს. ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად რთული ბრძოლის გადატანა მოგვიწევს.
„ჩვენ ძალიან დატვირთული პერიოდი გამოვიარეთ, ვართ დაღლილები, გვყავს ტრავმირებულები, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე და მასში წარმატებაზე უნდა ვიფიქროთ.
„ეს როგორც მენტალური, ასევე სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, შემდეგ კი დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება გვექნება.
„ჩვენ ხვალ შრინიარი, გოსენსი და ბასტონი ვერ დაგვეხმარებიან, ასევე რამდენიმე ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციები შესაფასებელია, ამიტომ ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ვხვდებით, მაგრამ ეს დანებების უფლებას არ გვაძლევს.“