ინძაგი:“ ზალცბურგთან მარტივი მატჩი არ გველოდება“
ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ზალცბურგთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენ ამ მატჩის მნიშვნელობის შესახებ კარგად ვიცით და სან სიროზე ისიც ვნახეთ, რომ მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება, რადგან ზალცბურგს ძალიან ძლიერი, რომელსაც ფიზიკური ფეხბურთელები ჰყავს.
„მე აქ ლაციოსთან ერთად მატჩის გამართვის ბედნიერება უკვე მქონდა და ვიცი, თუ რამდენად ვნებიანი ქომაგები ჰყავს ზალცბურგს, ამიტომ ჩვენ წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება.
„როტაცია ? ჩვენ გარკვეული ცვლილეებბის გაკეთება მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ გუნდის დონე უცვლელი დარჩეს. სამწუხაროდ, პავარი ტრამვის გამო საკმაოდ დიდი ხანი გამოგვაკლდება, რაც დიდი დანაკლისია.
„შეტევის ხაზი ? ხვალ ალექსის სანჩესი აუცილებლად ითამაშებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლაზარეთიდან მარკო არნაუტოვიჩის დაბრუნებაც.“