Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ძალიან რთული და ხარისხიანი მატჩი ატალანტასთან…“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ატალანტასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„წინ ძალიან მაღალი ხარისხის და რთული მატჩი გველოდება. ვიცით, რომ ატალანტა ბოლო წლებში იტალიის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია, მათ დიდებული მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ, ლა დეა მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღწევად 100 პროცენტით დახარჯვა მოგვიწევს.

„ატალანტა როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებასა და კარგი თამაშის ჩვენებას ვეცდებით.

„ტურამი ? ის სეზონის სტარტიდანვე ძალიან სასარგებლოა, თუმცა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გამოყოფა არ მინდა. ჩვენ ყველაფერს გუნდურად ვაკეთებთ და ჩემი თითოეული ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გუნდისთვის 100 პროცენტით იხარჯება, რაც შედეგებზეც აისახება.

„ლაუტარო ? მას დიდებული სეზონი აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მარტინესის მაქსიმუმი არ არის.“