Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა

უკრაინასა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა და აძურიმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად დაიბევა.

ევროპის შესარჩევი ეტაპის C ჯგუფში იტალიამ და უკრაინამ 14-14 ქულა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლის გამო, ევროპის ჩემპიონატის საგზური სწორედ მოქმედმა ჩემპიონმა მოიპოვა.