იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მანჩინის ნაპოლიში შესაძლო მისვლას გამოეხმაურა
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ნაპოლის აძურის თავკაცის რობერტო მანჩინის გადაბირება სურდა, კომენტარი გააკეთა.
„იტალიის ნაკრების თავკაცს, რობერტო მანჩინის, აურელიო დე ლაურენტისისგან ან მისი წარმომადგენლებისგან არანაირი წინადადება არ მიუღია.
„ჩვენ მწვრთნელს ამ თემაზე ვესაუბრეთ, მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ნაკრების დატოვებას არ აპირებს.“