Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტი გახდა…

FIGC-ს პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტი გახდა, რამაც იუვენტუსის ქომაგების უკმაყოფილება უკვე გამოიწვია.

დღეს UEFA-მ ალექსანდრ ჩეფერინი ორგანიზაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩია, მან კი თავის მხრივ ვიცე-პრეზიდენტად გაბრიელე გრავინა დაასახელა.

აღნიშნულმა ინფორმაციამ ტურინული გრანდის ქომაგებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრის აზრით, იუვენტუსისთვის 15-ქულიანი ჯარიმის მიზეზი, რომელიც იუვენტუსს სწორედ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ მიუსაჯა, სუპერ ლიგის თაობაზე UEFA-სა და იუვენტუსს შორის არსებული დაპირისპირებით არის განპირობებული და გაბრიელე გრავინას ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა მხარეებს შორის ახლო ურთიერთობას კიდევ ერთხელ ადასტურებს…