Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის სპორტის მინისტრი:“ ჩვენ ახალი სტადიონები გვჭირდება“

იტალიის სპორტის მინისტრმა ანდრეა აბოდიმ იტალიაში ახალი სტადიონების ნაკლებობასა და ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცესებზე ისაუბრა, რის გამოც გუნდები პროექტების განხორციელებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ.

„მე აქამდე ამ საკითხზე ძალიან მომთმენი ვიყავი, თუმცა ნელ-ნელა მოთმინებას ვკარგავ.

„ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელშიც ნებისმიერ საკითხზე დაპირისპირება იწყება. ჩვენ არაფრის გამოგონება არ გვჭირდება, სტადიონი არის სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ტურისტებს და როგორც გუნდებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის დამატებითი ფინანსები მოაქვს.

„როგორც სპორტის მინისტრი, ამ საკითხზე დაუღალავად ვმუშაობ, თუმცა მხოლოდ მინისტრი ვერაფერს შეძლებს, თუ ადგილობრივი მცხოვრებლების, გუნდებისა და ქალაქების წარმომადგენლებისგან შეთანხმების სურვილი არ იქნება.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოვიპოვებთ, რაც ახალი სტადიონების აშენებისა და ძველების რეაბილიტაციის საჭიროებას გააჩენს.“