Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური მედია: მაცარის პირველი მისია ჯადოსნური კვარას დაბრუნებაა…

გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა ნაპოლის ახალ მთავარ მწვრთნელს ვალტერ მაცარის სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტის მეტად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„მაცარის პირველი და უმთავრესი მისია ჯადოსნური კვარას მაგიური ძალების დაბრუნება იქნება, რომელიც რუდი გარსიას ფეხბურთის, მისი გადაწყვეტილებების გამო დაზარალდა, ერთ-ერთი მათგანი კი ემპოლისთან მატჩში ხვიჩას სათადარიგოთა სკამზე დატოვება იყო.

„ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება ლობოტკასთვის ფუნქციების დაბრუნება, რომელიც ბოლო 5 თვის განმავლობაში წინა სეზონის აჩრდილიღაა დარჩენილი.“