Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

3 ივნისი, 2023

Gazzetta dello Sport:

კოლოსალური ინტერი
ახალი სპონსორი და ჩემპიონთა ლიგის ბონუსი
Paramount-ი ნერაძურის 10 მილიონს გადაუხდის, რასაც სიტის დამარცხების შემთხვევაში კიდევ 9 მილიონი დაემატება
იქამდე კი გუნდი ტორინოს დაუპირისპირდება
კაირო:“ ჩვენ იურიჩთან ერთად ვაგრძელებთ, პროექტი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“
გამარჯვების შემთხვევაში, გრანატა სეზონს მე-8 პოზიციაზე დაასრულებს

ლეაუს ტყუპი
პიოლის ბერარდი მოსწონს, ნადირობა ახალ ვინგერზე დაწყებულია

ფრთხილად, მოუ!
რომა, ჟოზეს დისკვალიფიკაცია ემუქრება

Corriere dello Sport:

შეტევა მოუზე
ევროპა ლიგის ფინალური მატჩის არბიტრის ტეილორის მიმართ შეურაწყოფის გამო, ჟოზეს სერიოზული სანქციები ემუქრება

განშორება იტალიურ სტილში
სპალეტი და დე ლაურენტისი, საბოლოო გასეირნება
დომინანტი კვარა, ის სერია ა-ს მეფეა
Lega Calcio-ს ჯილდოები
ქართველი MVP-ა, ჯილდოები პროვედელმა, კიმმა, ბარელამ და ოსიმენმაც მიიღეს

მილანი, გუნდოგანი პიოლის საჩუქარია
მისი გაფორმება უფასოდ იქნება შესაძლებელი

ოფიციალურად: ლეაუმ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა

Tuttosport:

80 მილიონი, ან ის არსად მიდის
ბაიერნი ვლაჰოვიჩს უხმობს, იუვენტუსი ფასდაკლებაზე უარს ამბობს
დუშანს გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენილ გუნდს შესაძლოა მისი გაყიდვა მოუწიოს
გერმანიის ჩემპიონები 50 მილიონს იხდიან, ბიანკონერი გაუმჯობესებული წინადადების მოლოდინშია

ტორინო, იურიჩი საკუთარ მომავალზე:
„არ ვიცი, ვიქნები თუ არა აქ მომდევნო სეზონისთვის“
მწვრთნელი ტრანსფერებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს დატოვებს

შავი ღრუბლები მოურინიოს თავს
მსაჯის შეურაწყოფის გამო, მას UEFA-სგან დისკვალიფიკაცია ემუქრება