Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იურიჩი ტორინოს სეზონის ბოლოს დატოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტორინოს მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი გრანატას რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს.

Tuttosport-ის ცნობით, გრანატას ხელმძღვანელობა იურიჩის მუშაობით უკმაყოფილოა, რასაც მთავარ მწვრთნელსა და ქომაგებს შორის არსებული ცუდი ურთიერთობაც ემატება და 48 წლის ხორვატის გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყდა.

იურიჩის მიმდინარე კონტრაქტი ტოროსთან სეზონის ბოლოს იწურება, ტურინელები მას ახალ ხელშეკრულებას აღარ შესთავაზებენ და ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.