იუვე ალეგრის შეცვლას ტიაგო მოტათი გეგმავს
მაქს ალეგრის მომავალი იუვენტუსში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და იტალიური მედიის ცნობით, ტურინულ გრანდს მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.
ალეგრის მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ იტალიელი სპეციალისტი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
TuttoJuve-ს ინფორმაციით, ალეგრის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსი გუნდში ბოლონიას მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას მიყვანას ეცდება, რომლის კონტრაქტი როსობლუსთან სეზონის ბოლოს იწურება.