იუვე ახალგაზრდა უკრაინელი ტალანტის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს…
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი 21 წლის უკრაინელი ტალანტის გეორგი სუდაკოვის ტრანსფერით ინტერესდება.
ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი დონეცკის შახტარის რიგებში კიდევ ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი იჩენს.
წყაროს ცნობით, უკრაინელები სუდაკოვის მარტივად დათმობას არ აპირებენ და მის სანაცვლოდ ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მინიმუმ 45-50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.