Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ბოლონიას ნახევარმცველს ყურადრებით აკვირდება…

იუვენტუსი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და ამჯერად მათი ყურადღება ბოლონიას ლეუის ფერგიუსონმა მიიქცია.

24 წლის ფეხბურთელი როსობლუს რიგებს 2021 წელს 3.5 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი გახდა, ტიაგო მოტას ხელში კი მან კიდევ უფრო მოუმატა, რითიც არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსის ყურადღება მიიქცია.

Tuttosport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ბოლონიას თამაშს პირადად დაესწრო და ფერგიუსონის თამაშით კმაყოფილი დარჩა, ამიტომ დიდია შანსი, რომ იუვემ ბოლონიასთან მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყოს.