Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და ატალანტა ემილ ჰოლმის ტრანსფერისთვის იბრძვიან

იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სპეციას შვედი ფეხბურთელი ემილ ჰოლმი გახლავთ.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია, მათ კონკურენციას კი ატალანტა უწევს.

წყაროს ცნობით, ლა დეამ სპეციას ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარა შესთავაზა, მისი შემდგომში 10 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაზეც უარი მიიღო, რადგან გუნდს ჰოლმის სანაცვლოდ 13-14 მილიონის მიღება ახლავე სურს.