იუვე და ბონუჩი კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ლეონარდო ბონუჩი კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უახლოეს საათებში გაწყვეტენ.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტურინულ გრანდს ბონუჩისთან ხელშეკრულების 1 წლით ადრე გაწყვეტა დაახლოებით 2.5-3 მილიონი ევრო დაუჯდება.
ბონუჩი დიდი ალბათობით კარიერას გერმანიაში, უნიონ ბერლინის რიგებში გააგრძელებს. ვეტერანი იტალიელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.