იუვე და მილანი ბორნმუთის მცველისთვის იბრძოლებენ
მილანი და იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებენ და იტალიური წყაროების ცნობით, სერია ა-ს გრანდები ბორნმუთის უკანახაზელის ლოიდ კელის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.
25 წლის ინგლისელის მიმდინარე კონტრაქტი ბორნმუთთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება ზაფხულში ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.
Tuttosport-ის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი კელის დიდი ხანია აკვირდება და მის გაფორმებას სეზონის ბოლოს იუვენტუსში ეცდება, თუმცა მილანი კონკურენციის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში გეგმავს.