იუვე და მილანი ძანიოლოს მიმართ ინტერესს არ კარგავენ
იტალიური მედიის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ნიკოლო ძანიოლო სერია ა-ში დაბრუნდება.
Calciomercato-ს ცნობით, მილანი და იუვენტუსი, რომლებიც ნიკოლოს გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცდილობდნენ, იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არ კარგავენ და ზაფხულში ფეხბურთელთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოს კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ფეხბურთელის გალათასარაიდან გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 35 მილიონ ევროდ შეეძლება, თუმცა იტალიელის სერია ა-ში დაბრუნების სურვილის ფონზე გუნდები იმედოვნებენ, რომ ამ თანხის 25-30 მილიონ ევრომდე შემცირებას შეძლებენ.