Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და ნაპოლი კოპმეინერსის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ნაპოლი მიმდინარე სეზონის ბოლოს ატალანტას ნახევარმცველის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

ნაპოლის რიგებს სეზონის ბოლოს ნდომბელე და დემე დატოვებენ, ამიტომ პარტენოპეის მინიმუმ ერთი ნახევარმცველის გაფორმება მოუწევს, ტურინელები კი ლეანდრო პარედესის და ადრიენ რაბიოს შემცვლელების ძიებაში არიან.

Corriere dello Sport-ის ცნობით, 25 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი ორივე გუნდის სატრანსფერო სიაში მოწინავე პოზიციებზეა. ლა დეა მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს.