Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დონარუმას მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი პსჟ-ს კარის დარაჯის ჯიჯო დონარუამს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, თუ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი პოლონელმა ვოიცეხ შესნიმ დატოვა, ტურინული გრანდი მის შეცვლას სწორედ იტალიელი კიპერით ეცდება.

წყაროს ცნობით, დონარუმა პარიზული გუნდის რიგებში არც თუ ისე ბედნიერია და ის იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება.