Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დორტმუნდის ტალანტის გაფორმებას ცდილობს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი დორტმუნდის ნახევარმცველის აბულაიე კამარას ტრანსფერზე მუსაობს და მოლაპარაკებები საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი 18 წლის ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია აკვირდება და იმედი აქვს, რომ მის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეძლებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს ახალგაზრდა ტალანტის გაფორმება 3-4 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ტურინელებმა დორტმუნდს რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, მათ შორის მატიას სულე შესთავაზონ.